გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პაატა ჩხეიძე: ქართველს შეუძლია იბრძოლოს და მოკვდეს, შეგვიძლია თავგანწირვა, მაგრამ საქართველოს არ აქვს რესურსი, რომ აწარმოოს ხანგრძლივი ომი

14-02-2023

ქართველს შეუძლია იბრძოლოს და მოკვდეს ამის უნარი ნამდვილად გვაქვს, შეგვიძლია თავგანწირვა, მაგრამ საქართველოს არ აქვს რესურსი, რომ აწარმოოს ხანგრძლივი ომი - ამბობს კონსერვატიზმის თეორიისა და ისტორიის სპეციალისტი, პროფესორი პაატა ჩხეიძე კონსერვატიულ პორტალთან „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

 

მისი თქმით, საუკუნეთა მანძილზე ჩვენი პრობლემა სწორედ ის იყო, რომ საქართველოს არ ჰქონდა რესურსი, არ ქონდა საამისო შესაძლებლობა.

 

„საქართველოს არ გააჩნია და არა მარტო ახლა არ გააჩნია, საუკუნეთა მანძილზე ჩვენი პრობლემა სწორედ ის იყო რომ საქართველოს არ ქონდა რესურსი, არ ქონდა საამისო შესაძლებლობა. დღეს, ერეკლე II -ს რომ აკრიტიკებენ, ალბათ არ იციან, რომ არსებობს წერილები, რომლითაც იგი მიმართავს რომის პაპს, მიმართავს გერმანიის იმპერატორს, დახმარებას სთხოვს, ფულს სთხოვს, რომ ორი ევროპული ყაიდის პოლკი მოამზადოს ოსმალებთან საბრძოლველად.

 

„გეორგიევსკის ტრაქტატამდე“ ხდება ეს, მაგრამ არ დაეხმარნენ, მარტოდ-მარტო დარჩა გავეშებული ოსმალების და რუსული ვეშაპის წინაშე. ჩვენ, უნდა გვახსოვდეს ერთი რამ – ჩვენ შეგვიძლია ბრძოლაში მოვკვდეთ, მაგრამ არ შეგვიძლია დიდხანს ვიომოთ. ეს არის სამწუხარო რეალობა.

 

თქვენ ალბათ იცით, რომ თანამედროვე ზებგერითმა თვითმფრინავმა რომ გადაიფრინოს საქართველოს თავზე, ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე, სულ რაღაც 10 წუთამდე დასჭრდება, შეიძლება უფრო ნაკლებიც. ხოლო, თბილისის თავზე რომ გადაიფრინოს დაბალ სიმაღლეზე, არც ერთი მთელი შუშა არ დარჩება თბილისში, აღარ ვამბობ, რას მოიტანს დაბომბვა.

 

ჩვენ 2008 წელს ვნახეთ თუ რა შეუძლიათ მათ. აი ჩვენ ამ თვითმფრინავების გასამკლავებლად არაფერი არ გაგვაჩნია. არც იმ რაკეტებისა, რომლითაც აღმოსავლეთ უკრაინა და მეტიც გაანადგურეს რუსებმა და ამას უნდა ვითვალისწინებდეთ აუცილებლად. ქართველი ხალხის შეგონებაა: სადაც არა სჯობს, გასცლა სჯობს, კარგისა მამაცისაგანო. თორემ, შეგვიძლია გავიდეთ და ვიბრძოლთ, რა მოხდა, ჰა! გავალთ ერთხელ, ვიბრძოლებთ და დავიხოცებით – მერე ქვეყანას ვის ვუტოვებთ, იმას, ვისაც დიდი ხანია უნდა საქართველო, ოღონდ, უქართველებოდ … ?! - აცხადებს პაატა ჩხეიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930