გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
ობამამ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე სააკაშვილს თანხმობა აიძულა და ეს კრემლთან სავაჭროდ გამოიყენა? - associated press

15-02-2023

გავლენიანმა ამერიკულმა მედიაპლატფორმა associated press-მა ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეერთებული შტატების მაშინდელ პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და სააკაშვილის შეხვედრას სტატია მიუძღვნა, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოს ხელისუფლების თანხმობა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კრემლთან ურთიერთობების დასალაგებლად გამოიყენა.


წესდების თანახმად, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ამ ორგანიზაციის ყველა წევრის თანხმობა არსებობს და სავარაუდოდ, associated press-ის სტატიიდან გამომდინარე, სააკაშვილის ხელისუფლებაზე შეერთებულმა შტატებმა მოახდინა გავლენა, რათა რუსეთისთვის ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე თანხმობა მიეცა.


საინფორმაციო - შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:


"ობამამ შეაქო აშშ-ში ვიზიტით მყოფი მიხეილ სააკაშვილი და განაცხადა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების "შესაძლებლობა არსებობს", რაც საქართველოს უმაღლესი პრიორიტეტია და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები უმაღლეს დონეზე დიალოგის გზით დაეხმარება ამ ქვეყანას მისი საბაზრო სისტემის განმტკიცებაში, თუმცა არ უთქვამს, როდის და რა პირობებში შეიძლება ეს მოხდეს...


....მართალია, საქართველო დიდწილად მოსულიერდა რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ, მაგრამ ის ძველებურად ზიანდება მის ყველაზე დიდ მეზობელთან შენარჩუნებული დაძაბულობის გამო და შეერთებულ შტატებს მხარდაჭერისთვის მიმართავს.


საქართველოს ახალი საფუძველი გაუჩნდა იმისათვის, რომ აშშ-სთან სავაჭრო უპირატესობა მოითხოვოს, მას შემდეგ, რაც უპირობოდ დასთანხმდა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას.


რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება ობამას იმ ძალისხმევის ნაწილია, რომელიც მან მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესებისათვის გაიღო...


"ჩვენ არ გვაქვს ჩივილის მიზეზი და დღევანდელმა დღეს ეს მკაფიოდ დაადასტურა" - განაცხადა მან...


... ობამამ ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილთან უმცირესობების დაცვისა და კანონის უზენაესობის მნიშვნელობა განიხილა, რაც აშკარა მინიშნება იყო  სააკაშვილის პარტიის სავარაუდოდ ძალოსნურ თამაშებზე და ახლახან ჟურნალისტებისა (ე.წ. ფოტოგრაფების გახმაურებული საქმე რედ.) და სხვების დაკავების ფაქტებზე რუსეთის აგენტობის ბრალდებით...


... ობამამ განაცხადა, რომ 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს დაგეგმილი დემოკრატიული არჩევნები, რომელშიც სააკაშვილი ხელისუფლების დატოვებას აპირებს, ბევრ იმ რეფორმას განამტკიცებს, რომელიც საქართველოში ხორციელდება.


ობამამ სააკაშვილს მის მიმართ არსებულ ბრალდებებზე ირიბად მიანიშნა და განაცხადა, რომ "ელის სამართლიან არჩევნებს" და "ხელისუფლების ოფიციალურ გადაცემას" - წერდა associated press-ი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930