15-02-2023
ჟურნალისტი დათო გამცემლიძე სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დაინიცირებას ეხმიანება.
გამცემლიძე თავის პოსტში ყურადღებას ამახვილებს არასამთავრობო ორგანიზაციების დუმილზე, აღნიშნული კანონპროექტის შესახებ, და აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ NGO ფილოსოფია გულისხმობს აპოლიტიკურობას. მათ კი ეგონათ, თუ მიშას ხსენებას აკრძალავდნენ მიტინგზე, ამით შეასრულებდნენ აპოლიტიკურობის მოთხოვნას.
„მიაქციეთ ყურადღება, როგორ არის გატრუნული ჩვენებური NGO-სექტორი პარლამენტში დაინიცირებულ კანონთან დაკავშირებით უცხოელი აგენტების შესახებ. ამას მარტივი ახსნა აქვს: თავისთავად ეს კანონი არანაირად არ ეწინააღმდეგება დასავლურ პრაქტიკასა და კანონმდებლობას. არ დაიჯეროთ ცრუპენტელობა, თითქოს ანალოგიური ამერიკული კანონი მხოლოდ რუსეთს ეხება და არ ეხება ვთქვათ საფრანგეთს...და თუ რომელიმე ფრანგულმა ფონდმა მოინდომა რაიმე პროფილის ამერიკული NGO-ს დაფინანსება, ის არ უნდა დარეგისტრირდეს იქაურ რეესტრში და არ დაერქმევა უცხოელი აგენტი.
შესაბამისად, მთავარი ეს კანონი კი არ არის, არამედ შედეგი, რასაც იწვევს შესაბამის რეესტრში შეტანა. თუ ეს იწვევს არა მხოლოდ საზოგადოების ინფორმირებას არამედ უფლებებში და ფუნქციონირებაში შეზღუდვას - უკვე სხვაა. როდესაც ამერიკელმა ტელემაყურეებელმა იცის, რომ ესა თუ ის NGO საფრანგეთის უცხოელი აგენტია, ერთია; მაგრამ როცა ეუბნებიან, რომ რუსეთის (პუტინის) აგენტია - სულ სხვაა. ამის მიუხედავად, დასავლური ქვეყნები უთქმელად და ხელმოუწერლად შეთანხმდნენ, რომ ამგვარი ქროს-დაფინანსება ერთმანეთის მიმართ მოვე ტონია. NGO ფილოსოფია გულისხმობს ამა თუ იმ სფეროში (ფემინისტური მოძრაობიდან - ცხოველთა უფლებებამდე) კონკრეტული პოზიციის, საკანონმდებლო ცვლილებების თუ ნოველლების ლობირებას და ამაში ცუდი არაფერია. ოღონდ ეს მხოლოდ მაშინ, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები არიან საკმარისად ძლიერნი და ავტორიტეტულნი, ხოლო ბიუროკრატიული კლასი - საკმარისად შეგნებული, ამა თუ იმ NGO-მ იოლად ვერ დააჩმოროს დეპუტატი, კომიტეტის თავმჯდომარე, მოსამართლე, მინისტრის მოადგილე თუ ბიუროკრატიული იერარქიის საშუალო რგოლის ნებისმიერი წარმომადგენელი (გადაწყვეტილების მიმღები) მუქარით, რომ..... მისი შვილი სორბონაში აპირებს სწავლის გაგრძელებას და მას ევროკავშირის სასწავლო ვიზა დასჭირდება. მეორე მიზეზი ამჟამინდელი გატრუნულობისა ის კომიკური იდიოტიზმია, რაც ზაფხულში ვიხილეთ: NGO ფილოსოფია გულისხმობს აპოლიტიკურობას. ამას შეუვალად მოითხოვენ NGO-ბისგან მათი დამფინანსებლები, რომლებსაც თავისთავად, განყენებულად ამ ქვეყნაში უამრავი სასიკეთო პროექტი დაუფინანსებიათ. ამ ჩვენს ჭკუისკოლოფებს კი ეგონათ, თუ მიშას ხსენებას აკრძალავდნენ მიტინგზე, ამით შეასრულებდნენ აპოლიტიკურობის მოთხოვნას. არადა იმაზე მეტად პოლიტიკური რაღა უნდა იყოს, როცა მთავრობის გადაგდებას მოითხოვ და პირდაპირ ამბობ ახალი მთავრობა მე უნდა დავაკომპლექტოო? ცირკია რა.........“- წერს გამცემლიძე.
16-11-2024
16-11-2024