გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილმა ავიაკომპანია WizzAir - ის წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობა განიხილა

16-02-2023

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ავიაკომპანია WizzAir - ის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა.


შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე.   


შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიის ოპერირების ტექნიკურ დეტალებსა და WizzAir-ის შემდგომი გაფართოების შესაძლებლობებზე.  დადებითად შეფასდა ავიაკომპანიის მიერ 1-ლი ივნისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს დაბრუნება და რეგულარული რეისების შესრულების დაწყება მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით.


ამჟამად ავიაკომპანიას უკვე აქვს ორი ბაზირებული ხომალდი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და ფრენებს 22 მიმართულებით ახორციელებს. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ავიაკომპანიის მიერ ახალი ევროპული მიმართულებების დამატების შესაძლებლობებზე.


ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, უკვე გამართეს შეხვედრა  საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელობასთან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930