გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გრეტა წიწავა: "კანიბალები ვეგეტარიანლობენ" - ნაცმოძრაობა თავისი პოლიტიკური ბუნებით და წარსულით არის პარტია, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი

17-02-2023

შეიძლება ვიღაცამ თქვას ყოველთვის ხომ არ გავახსენებთ ნაცმოძრაობას პატიმრების წამებას? კი -უნდა შევახსენოთ! ამ სისტემის შემქნელები ჩვენს გარშემო საზოგადოებას ადამიანის უფლებებზე ესაუბრებიან... "კანიბალები ვეგეტარიანლობენ", - ასე ეხმაურება პარლამენტის წევრი გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებას საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“.

 

როგორც გრეტა წიწავა წერს, 16 თებერვალს გამოქვეყნებულმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების წამება და არასათანადო მოპყრობა სისტემურ ხასიათს ატარებდა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის მმართველობის დროს ბევრი პატიმარი წამების მსხვერპლი იყო, ხოლო ოჯახები - შანტაჟის, არის იმის მაგალითი, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი.

 

„წლების წინ ვიდექით, ვაპროტესტებდით და ვამხელდით მწამებლებს და მათ სისტემას! ძალიან ბევრი პატიმარი იყო წამების მსხვერპლი და ოჯახები შანტაჟის!..შეიძლება ვიღაცამ თქვას ყოველთვის ხომ არ გავახსენებთ ნაცმოძრაობას პატიმრების წამებას? კი -უნდა შევახსენოთ! ამ სისტემის შემქნელები ჩვენს გარშემო საზოგადოებას ადამიანის უფლებებზე ესაუბრებიან... "კანიბალები ვეგეტარიანლობენ" - ნაცმოძრაობა თავისი პოლიტიკური ბუნებით და წარსულით არის პარტია, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი!

 

2023 წლის 16 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა წამება და არასათანადო მოპყრობა „იყო სისტემატური ხასიათის და მთელი სისტემისთვის დამახასიათებელი“ პრობლემა“ - წერს გრეტა წიწავა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930