გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროსპორტის კომენტატორი: ბაკურიანი, საქართველო აუცილებლად უნდა შეიტანოთ მოსანახულებელი ადგილების სიაში

20-02-2023

ევროსპორტის კომენტატორი ბრედ ჯეი მაყურებელს ბაკურიანისა და საქართველოს მონახულებას ურჩევს.


"ბაკურიანი, საქართველო" - საოცარი ადგილი, რომელიც თუ ჯერ არ გაქვთ მოსანახულებელი ადგილების ნუსხაში, აუცილებლად უნდა შეიტანოთ", - აღნიშნა წამყვანმა ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში მიმდინარე სპორტული შეჯიბრის კომენტირებისას. მისი თქმით, ესაა დანიშნულების ადგილი, რომელშიც დიდი ინვესტიცია იდება ზამთრის სპორტის განვითარებისთვის. მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად, დიდი ფინანსური და დროის რესურსი გაიღეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ ნამდვილად სურთ, საუკეთესო შედეგი აჩვენონ.


საქართველო ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს, რომელიც 18 თებერვალს ბაკურიანში საზეიმოდ გაიხსნა. მსოფლიო ჩემპიონატში 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30