გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზი 10 წლისაა

21-02-2023

ცხელი ხაზი დაინტერესებულ პირებს უწყვეტად, 24 საათის განმავლობაში  უწევს პირველად კონსულტაციას  და, სატელეფონო და ონლაინ მომსახურების საშუალებით,ინფორმაციას აწვდის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მასში შემავალი უწყებების  საქმიანობის, სერვისების და პროგრამების შესახებ.


პირველი ზარის მიღებიდან, 2013 წლის თებერვლიდან დღემდე, როგორც სატელეფონო, ასევე ონლაინ სერვისის საშუალებით, სამინისტროს ცხელ ხაზზე 800,000-ზე მეტი მომართვა განხორციელდა.


აღსანიშნავია, რომ ცხელი ხაზის გამართულად მუშაობისათვის,შექმნილია ერთიანი პლატფორმა, რომლის  მეშვეობით ოპერატორები მარტივად და სწრაფად ახდენენ ინფორმაციის მოძიებასა დაგაცემას. სპეციალური პროგრამის საფუძველზე  ხორციელდება მიმდინარე პროცესების სისტემური შეფასება  და, გაუმჯობესების მიზნით, სტანდარტების შემუშავება/შესრულება. მუდმივად მიმდინარეობს ხარისხის მართვის კონტროლის სისტემების გაძლიერება.


თანამშრომელთა გადამზადება ხდება სპეციალური ტრენინგების საშულებით. მათ შორის აღსანიშნავია  აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ დაფინანსებული პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ ორგანიზებით ჩატარებული  დარგობრივი ტრენინგები სურსათის უვნებლობისა და ცხოველთა ჯანმრთელობის ძირითადი პრინციპების შესახებ.


ცხელი ხაზის სამსახურში დანერგილია სტაჟირების სისტემა, რომელიც წარმატებული სტაჟიორებისათვის დასაქმების რეალური შესაძლებლობაა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930