გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მერვე ოფიციალური ცერემონია

21-02-2023

მიმდინარე წლის, 28 თებერვალს წისქვილი ჯგუფის ახალ სივრცე „თეატრი“ Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების რიგით მერვე ცერემონიაზე ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულს უმასპინძლებს.

 

სწორედ დაჯილდოების ცერემონიაზე, 23 განსხვავებულ ნომინაციაში ტურიზმის და მასპინძლობის დარგის 350-ზე მეტი წარმომადგენლიდან გამოვლინდებაგამარჯვებულები, რომლებიც დამსახურებულად მოირგებენ წოდებას „საუკეთესო ტურიზმის და მასპინძლობის სფეროში“.

 

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება  არის მასშტაბური პროექტი,რომელიც 2015 წლიდან იმართება და დაარსების დღიდან წარმოადგენს საუკეთესო ბიზნეს პლატფორმას, რომელიც აერთიანებს ტურიზმისა და მასპინძლობის  სფეროში მოღვაწე ლიდერებს. ეს არის „ოსკარი“ ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს მიღწევების აღსანიშნავად!

 

მერვე ოფიციალურ დაჯილდოების ცერემონიას დაესწრება 600-მდე სტუმარი: ტურისტული სააგენტოები, გენერალური მენეჯერები და საუკეთესო სასტუმროების მფლობელები,  ღონისძიებები და ფესტივალები, რესტორნები და კაფეები, ღვინის კომპანიები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება, მთავრობის წარმომადგენლები, მოგზაური ფოტოგრაფები,  უმსხვილესი სასტუმროების წარმომადგენლები, მასმედია და  პრესა.

 

ცერემონიის ლოკაცია თბილისის ყველაზე განსხვავებული და უნიკალური სივრცეა,ეს არის წისქვილი ჯგუფის „თეატრი“. „თეატრის“ მრავალფეროვანი,დახვეწილი და ჯადოსნური შოუ უფრო სანახაობრივს და საინტერესოს გახდის წლევანდელ გრანდიოზულ Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მერვეცერემონიას!

 

After Party-ის მასპინძელია ასევე „თეატრი“- რომელიც განკუთვნილია მაღალი დონის ღონისძიებებისა და ნებისმიერი სახის მნიშვნელოვანი ზეიმებისთვის.  „თეატრი“ ყოველთვის გამორჩეული წვეულებების მასპინძელია და გასაკვირი არ არის, რომ სწორედ ის იქნება Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მერვე 2022 წლის ცერემონიის და Afterparty- ის მასპინძელი.

 

ცერემონია უკვე მერვე წელია იმართება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანაორგანიზებით. ასევე, პროექტის მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930