23-02-2023
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად სიღარიბის ზღვარს მიღმა კიდევ 8 მილიონი უკრაინელი აღმოჩნდა, თუმცა ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდებოდა, უკრაინას ომამდე რეფორმები რომ არ განეხორციელებინა. ამის შესახებ „ინტერფაქს-უკრაინასთან“ ინტერვიუში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საკითხებში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, არუპ ბანერჯიმ განაცხადა.
„რუსეთის შეჭრა უკრაინაში - ეს არის ტრაგედია, რომელსაც სერიოზული ადამიანური და ეკონომიკური შედეგები მოჰყვა. ჩვენი მონაცემებით, ომამდელ პერიოდთან შედარებით, სიღარიბის ზღვარს მიღმა კიდევ 8 მილიონი უკრაინელი აღმოჩნდა. სიღარიბესთან ბრძოლის კუთხით ქვეყანამ 15 წლით უკან დაიხია“, - აცხადებს არუპ ბანერჯი.
ამასთანავე, მისი განცხადებით, უკრაინელებმა და მთელმა ქვეყანამ გამოავლინეს წარმოუდგენელი სიმტკიცე, რაც, დიდწილად, აიხსნება მაკროეკონომიკური მართვისა და ინსტიტუტების განვითარების სფეროში გატარებული რეფორმებით, რომელიც ქვეყანამ ომამდე გაატარა.
« ივნისი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 |