გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ვოლსკი: რუსეთიდან უკრაინის გავლით ევროპისთვის გაზის მიწოდება ომის წინა პერიოდის მაჩვენებელს დაუბრუნდა; მსოფლიოში არ არის ქვეყანა, რომელიც თავისი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს

27-02-2023

რუსეთიდან უკრაინის გავლით ევროპისთვის გაზის მიწოდება ომის წინა პერიოდის მაჩვენებელს დაუბრუნდა. ომამდე ეს იყო 40 მლნ კუბური მეტრი დღეში. დღეს 39 მლნ-ია.

 

ამით წარმოვაჩენ იმას, თუ რამდენად საგანგებოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყანამ მათ შორის, უკრაინამ, საქართველომ, ევროპულმა ქვეყნებმა თავისი ინტერესები გაატარონ ამ ვითარებაში - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისი თქმით, მსოფლიოში არ არის ქვეყანა, რომელიც თავისი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს და აკეთებს განცხადებას.

 

„ზუსტად იციან [ოპონენტებმა], რომ არავითარი რუსული ორბიტა არ არსებობს. კიდევ ერთი თემა, რაც ასევე იციან. ერთ მაგალითს მოვიყვან მხოლოდ, რუსეთიდან უკრაინის გავლით ევროპისთვის გაზის მიწოდება ომის წინა პერიოდის მაჩვენებელს დაუბრუნდა. ომამდე ეს იყო 40 მლნ კუბური მეტრი დღეში. დღეს 39 მლნ-ია. ამით უკრაინის პოზიციის დევალვაცია კი არ მინდა ან რამე მორალურ კრიტერიუმს კი არ წარმოვაჩენ, წარმოვაჩენ იმას, თუ რამდენად საგანგებოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყანამ მათ შორის, უკრაინამ, საქართველომ, ევროპულმა ქვეყნებმა თავისი ინტერესები გაატარონ ამ ვითარებაში.

 

არ არსებობს საქართველოს ინტერესი იმისა, რომ რაღაც ორბიტაზე მოხვდეს. საქართველოს ინტერესი არსებობს იქ, სადაც არის ქართული საზოგადოების ინტერესი. “ნაცმოძრაობის” ოჯახები იქნება, “ქართული ოცნების” თუ ნებისმიერი სხვა პარტიის, არ არსებობს ოჯახი, ვისაც უნდოდეს საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვა“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930