27-02-2023
რუსული ხელისუფლება როდის გეყოლებოდათ იცით? ჩვენ რასაც მოგვიწოდებენ ვიღაც-ვიღაცები, არ დავაკონკრეტებ, მაგ მოწოდებაზე რომ წავყვეთ. მაგ შემთხვევაში, მაქსიმუმ 2-3 კვირის განმავლობაში თბილისში რუსული ტანკები იდგებიან და გეყოლებათ რუსული ხელისუფლება და მერე მიხვდებით, რუსული ვინ არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში, სწორედ ის ადამიანები, შეიცვლიან პოზიციებს, რომლებიც დღეს რუსეთთან მებრძოლებად ცდილობენ თავის წარმოჩენას.
„იმ რუსულ ხელისუფლებაში რომ გეყოლებოდათ ვიღაცები, დღეს რომ ეტრფით და გგონიათ ანტი-ოკუპანტები, აი ის ხალხი უკან რომ გადაბარგდებოდნენ, მერე მიხვდებოდით, რას ნიშნავს რეალურად რუსული ხელისუფლება. მაგ ნარატივს მერე ცოტა სხვანაირად შეხედავდით და „ვაიმე, დაგვღუპესო“, იტყოდით,“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება რომ აჰყვეს იმ მოწოდებებს, რაც მათი ეთერებიდან ისმის, „ აქ იქნებიან რაღაც პერიოდის შემდეგ რუსული ტანკები და ეს უნდათ ვიღაცებს.
16-11-2024
16-11-2024