გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: სოცქსელში და ოპოზიციურ ტელეარხებზე ვხედავთ ბინძურ სპეკულაციას, როგორიც არის პუტინის სიტყვებთან შედარება, განსხვავება იმაშია, რომ საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი მაშინ ტყუილს ამბობდა - თქვა ვარბილებთო და გაამკაცრა

27-02-2023

ვინც არ უნდა იყოს, თუ იტყვის იმ ტყუილს, რომელიც სამწუხაროდ ბევრჯერ ითქვა, რომ კანონი, რომელიც „ხალხის ძალამ“ დაარეგისტრირა, არის რუსული, არის ძალიან ცუდი ტყუილი, იმიტომ, რომ შინაარსზე სიტყვა არ თქმულა არავის მხრიდან, რომლებიც იტყუებიან, რომ ეს არის რუსული კანონპროექტი - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მისი თქმით, სოციალურ ქსელში და ოპოზიციურ ტელეარხებზე ვხედავთ ისეთ ბინძურ სპეკულაციას, როგორიც არის პუტინის სიტყვებთან შედარება, მოჭრილი სიტყვები და ფრაზები ოღონდ განსხვავება იმაშია, რომ საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი მაშინ ტყუილს ამბობდა - თქვა ვარბილებთო და გაამკაცრა.


მისივე თქმით, ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევთანხმდეთ, ვინც არ უნდა იყოს, ტყუილს თუ იტყვის, ჩვენ უნდა გავბედოთ და ვთქვათ, რომ ეს არის ტყუილი.


„ვინც არ უნდა იყოს, თუ იტყვის იმ ტყუილს, რომელიც სამწუხაროდ ბევრჯერ ითქვა, რომ კანონი, რომელიც „ხალხის ძალამ“ დაარეგისტრირა, არის რუსული, არის ძალიან ცუდი ტყუილი, იმიტომ, რომ შინაარსზე სიტყვა არ თქმულა არავის მხრიდან, რომლებიც იტყუებიან, რომ ეს არის რუსული კანონპროექტი. შემდეგ ჩვენ სოციალურ ქსელში, სხვადასხვა ადგილებში, თქვენს ტელეარხებზე ვხედავთ ისეთ ბინძურ სპეკულაციას, როგორიც არის მაგალითად პუტინის სიტყვებთან შედარება, მოჭრილი სიტყვები, მოჭრილი ფრაზები, ოღონდ განსხვავება იცით რა არის? საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი მაშინ, ისიც ტყუილს ამბობდა, იმიტომ, რომ თქვა ასე, ვარბილებთო და გაამკაცრა. მიხვდით განსხვავება რა არის? მერე სიტყვა რბილი როგორც კი ვახსენეთ, აიღეთ და პუტინის და ჩვენი სიტყვები მიადეთ ერთმანეთს - ვარბილებთ, იქ არ არის არანაირი შეზღუდვა, რომ ვთქვით, კი არ დაარბილა, ამას არ ამბობთ, ამას ატყუებთ თქვენ ხალხს, გაამკაცრა და შეზღუდვა არ არის კი არა, დაამატა კიდე შეზღუდვები.


დიახ, პუტინმა გააკეთა ეს ყველაფერი. ხვალ პუტინს რომ წამოცდეს და ღმერთმა ქნას წამოცდეს, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე რომ თქვას, რომ ეს არის ერთიანი სახელმწიფო, რომლის შემადგენლობაში შედის სამაჩაბლო და აფხაზეთი, მოხვალთ თქვენ და იგივეს ლაპარაკობს პუტინიო, შეიძლება შეატრიალოთ ე.წ. „პლასტინკა“, მათ ენაზე რომ ვთქვათ.


რუსეთის პრეზიდენტმა სიტყვა რბილი ახსენა და ჩვენ უნდა დავკომპლექსდეთ, სიტყვა რბილი თურმე აღარ უნდა ვახსენოთ, იმიტომ, რომ პუტინს უთქვამს. ამ დროს ატყუებთ მაყურებელს და სინამდვილეში ძალიან კარგად იცით, რომ პუტინმა თქვა, რომ ვარბილებ და არ დაარბილა, აი განსხვავება და აბა გაუშვით ეს, თუ გაქვთ მაგის შნო.. თუ გაქვთ, ვნახოთ“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


მისი თქმით, ქართულ ვარიანტში არც ერთი შეზღუდვა არ არის, უფრო ლიბერალურია. გარდა ამისა, არის გარანტია, რომ არანაირი ციხე არ არის და მხოლოდ ჯარიმაა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930