30-07-2018
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში სიკეთის მეტს არაფერს აკეთებს.
მისივე თქმით, ტენდენციად იქცა, რომ ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილს ლანძღავს, თუმცა ბრალდებები უპასუხოდ რჩება.
ამის შესახებ ბესელიამ „tvპირველის“ ეთერში განაცხადა.
„რაღაცნაირად შეგვაჩვიეს ყველა, წესად იქცა, რომ ყველა სიტყვის დასაწყისში, შუაში ან ბოლოში ბიძინა ივანიშვილის ლანძღვაა და ოპოზიცია მუდმივად გამოდის, ცუდი ამინდია, ცუდ ხასიათზე გაიღვიძეს თუ ცუდი სიზმარი ნახეს, იწყებენ ბიძინა ივანიშვილის ლანძღვით და ამ დროს არ ვიცით, რა გააფუჭა ამ ადამიანმა ამ ქვეყანაში, მართლაც სიკეთის მეტს ხომ არაფერს აკეთებს და ხშირად უპასუხოდ რჩება ეს ბრალდებები, თითქოს, მერე რა მოხდა და ცუდ ტონად ითვლება, რომ თუ კარგს იტყვი ბიძინა ივანიშვილზე, ხომ არ ხარ მლიქვნელი.
მადლიერების გამოხატვა, ობიექტური პასუხის გაცემა სათაკილოა? ადამიანი კარგად რომ მომესალმება ვალდებულად ვგრძნობ თავს, რომ უკეთესად მივესალმო. ამ კაცს სიკეთის მეტი მართლა არ გაუკეთებია ამ ქვეყანაში და რატომ უნდა იყოს ეს ტრენდი, რომ ლანძღონ ივანიშვილი და შენ პასუხი არ უნდა გასცე” – განაცხადა ეკა ბესელიამ.
18-12-2024