გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩუგოშვილი: პრეზიდენტის მიერ არჩევნების თარიღის დასახელების გაჭიანურება თავისი საპრეზიდენტო დღეების ბოლომდე ამოწურვას ემსახურება

30-07-2018

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, როდესაც პრეზიდენტი არჩევნების თარიღს დაასახელებს, გარკვეული რეგულაციები ჩაირთვება და შესაბამისად, საარჩევნო გარემოსთვის შესაბამისი გარემო შეიქმნება.
მისივე თქმით, გიორგი მარგველაშვილის მხრიდან არჩევნების თარიღის დასახელების გაჭიანურება თავისი საპრეზიდენტო დღეების ბოლომდე ამოწურვას ემსახურება.


„ამ ვადის დასახელება ნიშნავს იმას, რომ კანონით არსებული გარკვეული რეგულაციები ჩაირთვება და შესაბამისად, საარჩევნო გარემოსთვის შესაბამისი გარემო შეიქმნება. მე ვფიქრობ, აჭიანურებს იმიტომ, რომ ის აპირებს თავისი ვადის ბოლო დღემდე მიყვანას და გამოყენებას და მე ვფიქრობ, რომ ის დანიშნავს არჩევნებს ალბათ, ოქტომბრის ბოლო რიცხვებში და ეს ემსახურება იმას, რომ მან თავისი საპრეზიდენტო დღეები ამოწუროს ბოლომდე“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31