გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ლატარია ოპოზიციაზე: ახლა ხომ მაინც აღარავის გაქვთ კითხვები, ვინ აფინანსებდა პატრიარქის გინებას, როგორ ეზიზღებათ ყველა და ყველაფერი, რაც ქართულთან არის კავშირში

2-03-2023

ახლა ხომ მაინც აღარავის გაქვთ კითხვები, თუ ვინ აფინანსებდა პატრიარქის გინებას? ახლა ხომ მაინც ყველამ იცით, თუ როგორ ეზიზღებათ ამათ ყველა და ყველაფერი, რაც ქართულთან არის კავშირში? - წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში და ოპოზიციონერი დეპუტატების ხათუნა სამნიძის და თამარ კორძაიას ვიდეოს აზიარებს, სადაც ისინი ამბობენ, რომ „საპატრიარქომ არ უნდა გვმართოს, საპატრიარქოში დღეს რუსული გავლენებია, საპატრიარქო ებრძვის თვითმმართველობას, თანასწორობას, თავისუფალ არჩევანს, ასე ევროპულ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ“.


ირაკლი ლატარიას თქმით, ესენი არიან ერთი ერთში, თემური ალასანიას შეხედულების გამხმოვანებლები.


„ახლა ხომ მაინც აღარავის გაქვთ კითხვები, თუ ვინ აფინანსებდა პატრიარქის გინებას? ახლა ხომ მაინც ყველამ იცით, თუ როგორ ეზიზღებათ ამათ ყველა და ყველაფერი, რაც ქართულთან არის კავშირში? ესენი არიან ერთი ერთში, თემური ალასანიას შეხედულების გამხმოვანებლები.. წლებია ვებრძვი მე ამათ და განა იმიტომ, რომ სამნიძეს თვალები არ მომწონს? არა, მე ამათ ვებრძვი ყოველთვის იმის გამო, რომ ესენი არიან საქართველოს მტრები და ამათ ეზიზღებათ ჩემი სამშობლო..“ - წერს ირაკლი ლატარია Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930