გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნატა ქაჯაია შვილმკვდარ მამას: თქვენ შვილს მოეწონებოდა ეს კანონი?

5-03-2023

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ტვ „პირველის“ ჟურნალისტ ნატა ქაჯაიას, მის ზურგს უკან მყოფ რამდენიმე აქტივისტსა და მას შორის გამართულ დიალოგს სოციალურ ქსელში აქვეყნებს, რომელიც, მისი თქმით, „ნოდარ მელაძის შაბათის“ სიუჟეტში არ შევიდა.


„დღეს ვნახე შავNOდარას გუშინდელი სიუჟეტი ხუთშაბათის კომიტეტების “ისტორიულ” სხდომაზე. რომ არ შეგექმნათ შთაბეჭდილება, აქტიურ პოლემიკასა და ოპონირებაში მყოფი ჩემი მეგობრების ფონზე რატომ გამოვირჩევოდი სამარისებული სიჩუმით, აგიხსნით – ჩემი ეპიზოდები სიუჟეტში არ შევიდა.


ამიტომ მოგიყვებით ჩემს დიალოგებს ჟურნალისტ ქაჯაიასა და მის ზურგს უკან მყოფ რამდენიმე ახალგაზრდა აქტივისტთან. ზოგადად ჩვენი გამოსვლა სხდომათა დარბაზიდან ძალიან წააგავდა იმ “საზვერეების” გავლას, რაც ამჟამად (40 დღემდე) ბაჩოს უწევს – იგივე ჯოჯოხეთური და მაპროვოცირებელი ატმოსფერო, რაც იმქვეყნიურ ეშმაკებს მათ ამქვეყნიურ “ჩინურ” ვერსიებთან აიგივებს. ამ შედარებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მათ პროვოკაციებზე წამოგების უფლება უბრალოდ არა მაქვს. მაშ ასე, ამოჭრილი ნაწილი: ქაჯაია: “სად გეჩქარებათ? “იმედში” მიდიხართ?” მე: “არა, სასაფლაოზე” ქაჯაია: “ამაღამ რა ხდება სასაფლაოზე?” მე: “შვილი მიწევს მანდ” ქაჯაია: “და თქვენს შვილს მოეწონებოდა ახლა თქვენი საქციელი?” მე: “შეიძლება ჩაგეხუტო, გითხრა რომ მიყვარხარ და გთხოვო – სახლში რომ დაბრუნდები ცოცხალი და ჯანმრთელი, დედიკოს და მამიკოს ჩაეხუტე!” ქაჯაიას ზურგს უკან მაღალი და გამხდარი აქტივისტი: “რუსეთის მონა!” მე: “შენც გთხოვ, სახლში რომ დაბრუნდები – დედას და მამას ჩაეხუტო. და თუ დაგაგვიანდება – დაურეკო და გააფრთხილო, რომ არ ინერვიულონ!” ეს იყო ჩემი ეპიზოდი, რომელიც რატომღაც არ შევიდა სიუჟეტში…“, – წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930