6-03-2023
ისეთ ვითარებაშია დღეს ოპოზიცია, მოსაწმენდი იქ არაფერი აღარ არის - ასე უპასუხა უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატ არმაზ ახვლედიანს, რომლის თქმით, „ქართული ოცნება“ 2024 წლისთვის ემზადება, რომ მოწმენდილი ველი იყოს.
ირაკლი ჩიქოვანმა დასვა კითხვა - არის თუ არა რუსული საქმე, როდესაც 2020 წლიდან სხვას არაფერს ვხედავდით, რომ ამ ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების საბოტაჟი ხდებოდა.
„ბატონი არმაზი მოგვიწოდებს და გვეუბნება, თითქოს ჩვენ 2024-ისთვის ვემზადებით, რომ მოწმენდილი ველი იყოს, ბატონო არმაზ, დამიჯერეთ, ისეთ ვითარებაშია დღეს ოპოზიცია, მოსაწმენდი იქ არაფერი აღარ არის. მეორე მხრივ გეტყვით იმას, რომ მაშინ, როდესაც ლეგიტიმურ არჩევნებს, რომელიც აღიარებული იყო საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე და როდესაც ეს ბატონები და ქალბატონები, განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობა, რომლის კლოუნი ლიდერი დღეს აქ დახტოდა ჭინკასავით, საბოტაჟს უწევდა პარლამენტს. არის თუ არა ეს რუსული საქმე?“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
16-11-2024
16-11-2024