გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი კახა გოგოლაშვილს: რაც ევროპაში ექსტრემისტული ორგანიზაციებია, საიდან ფინანსდებიან, ან რა ფინანსებია და რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს კაცმა არ იცის

6-03-2023

„ამერიკისთვის ევროკავშირის ქვეყნები არიან სტრატეგიული მოკავშირეებიც, მეგობრებიც და ეს არ ნიშნავს, რომ ისინი მტრებს ებრძვიან ამით. მიაჩნიათ, რომ ეს საჭიროა გამჭვირვალობისთვის და მათ შორის უსაფრთხოებისთვისაც რომ რამე არ გაეპაროს და საზოგადოებამ იცოდეს,“- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა ევროპული კვლევების ცენტრის თანამშრომელს, კახა გოგოლაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიმართა, სადაც „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ ორივე კანონპროექტზე მსჯელობენ.


როგორც სუბარმა განაცხადა ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო FARA-ში ჰყავს შეყვანილი ამერიკას იმიტომ, რომ როგორც კი რომელიმე ქვეყნიდან რაღაც დაფინანსება მოხვდა ამერიკის კონკრეტულ პირთან ან ორგანიზაციაში, ავტომატურად ხვდება ამ რეესტრში და არავინ ზღუდავს ამ ქვეყნებს.


„ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო, პრაქტიკულად გამონაკლისის გარეშე, FARA-ში ჰყავს შეყვანილი ამერიკას, იმიტომ კი არა რომ მტრები არიან, იმიტომ, რომ როგორც კი რომელიმე ქვეყნიდან რაღაც დაფინანსება მოხვდა ამერიკის კონკრეტულ პირთან ან კონკრეტულ ორგანიზაციაში ავტომატურად ხვდება ამ რეესტრში და არავინ ზღუდავს ამ ქვეყნებს. ამერიკისთვის ევროკავშირის ქვეყნები, ყოველ შემთხვევაში აბსოლუტური უმრავლესობა, არიან სტრატეგიული მოკავშირეებიც, მეგობრებიც და ეს არ ნიშნავს, რომ ისინი მტრებს ებრძვიან ამით, მაგრამ მიაჩნიათ, რომ ეს საჭიროა გამჭვირვალობისთვის და მათ შორის უსაფრთხოებისთვისაც რომ რამე არ გაეპაროს და საზოგადოებამ იცოდეს.


იგივე გავაკეთოთ ჩვენც, სხვას ხომ არაფერს ვითხოვთ, არა? გადმოვიღოთ ამერიკის პრაქტიკა. ამერიკის თავდაცვის ინტერესი რა არის, რომ დანია მტერია და რამე ემუქრება მას? თუ დანიიდან საქართველოში არ შეიძლება შემოვიდეს თუნდაც რუსული ფული. მილიონი ასეთი საფრთხე შეიძლება არსებობდეს მილიონი მხრიდან. და ჯერ ერთი, რაც ევროპაში ექსტრემისტული ორგანიზაციებია, საიდან ფინანსდებიან, ან რა ფინანსებია და რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს კაცმა არ იცის“- აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930