7-03-2023
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 01 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 305ფაქტი გამოავლინეს; მათ შორის,258 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 47კი, საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 118 ფაქტი გამოვლენილია კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. ამასთანავე, იანვრის თვეში გამოვლენილ სამართალდარღვევებზე, კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, დამატებით 70 ოქმიშედგა. ქვემო ქართლში დაფიქსირდა44 სამართალდარღვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 30, იმერეთში - 25, სამცხე-ჯავახეთში - 16, შიდა ქართლში - 8, აჭარაში - 7, მცხეთა-მთიანეთში - 6, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში- 2 და გურიაშიც 2 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 274კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე.
ამავე პერიოდში,დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 45ფაქტი. ასევე, ამოღებულია 2 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
16-11-2024
16-11-2024