გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გერმანიის ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტი: მე საქართველოს დიდი ფანი ვარ, რაც გუშინ გალა გახსნაზე ვიხილეთ ეს ძალიან შთამბეჭდავი იყო

7-03-2023

ITB Berlin 2023-ის საზეიმო გახსნაზე საქართველოს წარდგენას აფასებს  გერმანიის ტურიზმის ასოციაციის (DVR) პრეზიდენტი.  ნორბერტ ფეიბიგის განცხადებით გამოფენის გალა გახსნაზე საქართველომ მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის უდიდესი ყურადღება დაიმსახურა.  


„მე საქართველოს დიდი ფანი ვარ , რაც გუშინ გალა გახსნაზე ვიხილეთ ეს ძალიან შთამბეჭდავი იყო.  ყველა ვისაც ვესაუბრებოდი იგივე შთაბეჭდილებებით იყო აღსავსე. საქართველოს ძალიან ბევრი რამ აქვს მსოფლიოსთვის შესათავაზებელი, ITB ბერლინის მასპინძლობა ბევრს ნიშნავს.   საქართველო ჯერ კიდევ სრულად არ არის ტურიზმის ინდუსტრიის ობიექტში და ჯერ კიდევ არ არის წარმოდგენილი მისი სრული პოტენციალი, სწორედ ამ გამოფენაზე საქართველოს  პრეზენტაციამ გააკეთა ის, რაც გესაჭიროებოდათ,  ეს ყურადღების მიპყრობაა. რაც გალა გახსნაზე  ვიხილეთ ამის შემდეგ  ნამდვილად ღირს საქართველოში მოგზაურობა, რომელსაც აქვს სტუმართმოყვარეობის არაჩვეულებრივი  ტრადიცია და გამორჩეულია სამზარეულოთი“,-აცხადებს გერმანიის ტურიზმის ასოციაციის (DVR) პრეზიდენტი ნორბერტ ფეიბიგი. 


მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა  ITB Berlin 2023 საქართველომ  გრანდიოზული გალა კონცერტით გახსნა, სადაც  ქართველმა ხელოვანებმა 3000-მდე სტუმარს საქართველოს უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა და კულტურა გააცნეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930