გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი: მტკიცება - ეს არის რუსული კანონი, მტკიცება- ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროპას - ტყუილია!

7-03-2023

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ქართული კანონპროექტის და ე.წ. ამერიკული კანონის Fara -ს ანალოგის კანონპროექტის განხილვისას ოპოზიციური სპექტრისა და დამსწრე არასამთავრობო სექტორის მიერ არცერთი სამართლებრივად დასაბუთებული არგუმენტი, არცერთი სამართლებრივი შესწორება ან შენიშვნა, არცერთი რეკომენდაცია არ მოგვისმენია - „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.


მისი თქმით, ტყუილია, რომ ეს კანონი არის რუსული და ეწინააღმდეგება ევროპას. კანონი ამერიკაში მოქმედებს და ევროპარლამენტში მიმდინარეობს განხილვა.


"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ქართული კანონპროექტის და ეგრედ წოდებული ამერიკული კანონის Fara -ს ანალოგის კანონპროექტის განხილვისას ოპოზიციური სპექტრისა და დამსწრე არასამთავრობო სექტორის მიერ არცერთი სამართლებრივად დასაბუთებული არგუმენტი; არცერთი სამართლებრივი შესწორება ან შენიშვნა; არცერთი რეკომენდაცია არ მოგვისმენია. იყო უარი შინაარსობრივ დისკუსიაზე და პოლიტ პიარზე მორგებული სანახაობანი.


მტკიცება - ეს არის რუსული კანონი! მტკიცება- ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროპას! ტყუილია! უარგუმენტაციოა! ეს კანონი ამერიკაში მოქმედებს, და ევროპარლამენტში მიმდინარეობს განხილვა ანალოგიურის დანერგვაზე. (იხ. ბმული https://www.euractiv.com/.../eu-must-copy-us.../... https://www.europarl.europa.eu/.../CRE-9-2023-02-13_EN... )“ - წერს მეგრელიშვილი facebook - ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930