გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტაქსისტი, რომელმაც გლდანში მგზავრი გოგონა გააუპატიურა და გაძარცვა, დაკავებულია

31-07-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ძალადობის, გაუპატიურების და ძარცვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.


დანაშაული 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 30 ივლისს, ღამით, ახალგაზრდა ქალმა გლდანში მდებარე ერთ-ერთი ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს დახმარება სთხოვა. ქალმა, ასევე, გააჩერა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, მის მიმართ ჩადენილი ძალადობის შესახებ აცნობა და პატრულ-ინსპექტორებს მოძალადის - მისთვის უცნობი ტაქსის მძღოლის მონაცემებიც აღუწერა. ქალი სხეულზე მიყენებული დაზიანების გამო საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.


გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ძალადობის, გაუპატიურების და ძარცვის ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ძალადობისთვის ნასამართლევი დ.ც. დააკავეს. ჩხრეკის შედეგად, ნაძარცვი ნივთები ნივთმტკიცების სახით იქნა ამოღებული. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.


გამოძიება ძალადობის, გაუპატიურების და ძარცვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031