გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეს მშვენიერი სტენდი და პარტნიორებთან ურთიერთობა დიდი წარმატების მომტანი იქნება საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისთვის - „Messe ბერლინის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე

10-03-2023

ITB ბერლინის ტურისტული გამოფენის მესამე დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე „Messe ბერლინის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარეს დევიდ რუთსს შეხვდნენ.


„Messe ბერლინის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ საქართველოს სტენდი დაათვალიერა, რომელიც  ITB 2023-ზე გამოფენის მთავარი სტენდი იყო. დევიდ რუთსის განაცხადებით გამოფენაზე საქართველოს სტენდმა, აქტივობებმა და ქართულმა ტურისტულმა პროდუქტებმა განსაკუთრებული ყურადღება.


„ეს იყო ITB  ბერლინის გამოფენის 3  შესანიშნავი დღე ქართველ მეგობრებთან ერთად. მე ქართულად შემიძლია გითხრათ დიდხანს და ბედნიერად იცხოვროთ ყველამ.  დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს ყველა მონაწილეს. ძალიან წარმატებული გამოფენა იყო.  3 დღეში ITB-2023-ს  90000-მდე ვიზიტორი ეწვია.  ეს ახალი რეკორდია, რომელსაც არ ველოდით ITB-ის განახლების შემდეგ.  ვფიქრობ ჩვენსა და საქართველოს შორის პარტნიორობა წლების განმავლობაში გაგრძელდება. შთაბეჭდილებები რომელიც საქართველოს სტენდთან ადამიანებმა მიიღეს  დიდი ხანი რჩება გონება და გულში. გამოფენის  გახსნის დაუვიწყარი ცერემონია, ეს მშვენიერი სტენდი და პარტნიორებთან ურთიერთობა დიდი წარმატების მომტანი იქნება როგორც საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისთვის ასევე ჩვენთვის“-აცხადებს დევიდ რუთსი.  


ITB 2023-ზე  საქართველოს სტენდი 1000 კვ.მ.-მდე ტერიტორიაზე იყო  განთავსებული, სადაც 80-მდე ქართული კომპანია მონაწილეობდა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, გამოფენაში მონაწილეობდნენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია, ტურისტული ასოციაციები, დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები და აეროპორტების გაერთიანება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930