გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ გამზარდია: ვანო მერაბიშვილი როგორც ადრე იყო ბიძინა ივანიშვილის მთავარი მარჯვენა ხელი და პარტნიორი, ისეა დღესაც

12-03-2023

„ყოფილი შს-მინისტრი, რომელიც პრაქტიკულად მაქსიმალურად ცდილობდა დარჩენილიყო კულისებში, მხოლოდ ბოლო პერიოდში გააქტიურდა საჯარო სივრცეში და თან ინტენსიურად. ამ ძალისხმევის მიზანია, მაქსიმალურად დისკრედიტირდეს ხელისუფლების მიმართ განვითარებადი მძლავრი წინააღმდეგობა, გამარგინალდეს პროტესტი და ხელისუფლებაზე ზემოქმედების შესაძლებლობა“- ამის შესახებ ჟურნალისტი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს.

 

გამზარდია საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლით თქმითაც, საქართველოს ახალი ხელისუფლება იომებს რუსეთის წინააღმდეგ. ჟურნალისტი ვანო მერაბიშვილის განცხადებას ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს და აღნიშნავს, რომ დასაფიქრებელი იყო მათი ურთიერთფაქტორი, თუმცა, ეს დღითიდღე უფრო ნათელი ხდება. „რასაც ვუყურებ, ვანო მერაბიშვილი როგორც ადრე იყო ბიძინა ივანიშვილის მთავარი მარჯვენა ხელი და პარტნიორი, ისეა დღესაც. ამაზე ხშირად ვლაპარაკობდი, რომ ნამდვილად იყო დასაფიქრებელი ბიძინა ივანიშვილის და ვანო მერაბიშვილის ურთიერთფაქტორი, თუმცა, ეს დღითიდღე უფრო ნათელი ხდება. ყოფილი შს-მინისტრი, რომელიც პრაქტიკულად მაქსიმალურად ცდილობდა დარჩენილიყო კულისებში, მხოლოდ ბოლო პერიოდში გააქტიურდა საჯარო სივრცეში და თან ინტენსიურად. ამ ძალისხმევის მიზანია, მაქსიმალურად დისკრედიტირდეს ხელისუფლების მიმართ განვითარებადი მძლავრი წინააღმდეგობა, გამარგინალდეს პროტესტი და ხელისუფლებაზე ზემოქმედების შესაძლებლობა. ეს ახალი ფრონტია ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეების მიმართ ვანო მერაბიშვილის ხელით. ვფიქრობ, სერიოზული სამუშაოა ეს თემა და მაქსიმალურად უნდა მოხდეს მისგან დისტანცირება. სხვა შემთხვევაში, ხელისუფლება ბევრად მნიშვნელოვან გამარჯვებას მოიპოვებს, რასაც კიდევ მეტი საზოგადოებრივი დეპრესია მოჰყვენა და სრული ტოტალიტარიზმის რეჟიმში გადავალთ“- წერს არჩილ გამზარდია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031