გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: 2012 წლამდე სპეცრაზმი ძალადობდა მომიტინგეებზე, ახლა მომიტინგეები ძალადობდნენ სპეცრაზმზე; ამას აქვს ერთადერთი ლოგიკური ახსნა- სადაც არის „ნაცმოძრაობა“, იქ არის ძალადობა

14-03-2023

 „2012 წლამდე სპეცრაზმი ძალადობდა მომიტინგეებზე, ხოლო ახლა მომიტინგეები ძალადობდნენ სპეცრაზმზე. ამას აქვს ერთადერთი ლოგიკური ახსნა - 2012 წლამდე „ნაცმოძრაობა“ იდგა მოძალადე სპეცრაზმის უკან, ხოლო ახლა „ნაცმოძრაობა“ იდგა მოძალადე მომიტინგეების უკან“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

კობახიძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ პროცესებმა კიდევ ერთხელ აჩვენა „ნაციონალური მოძრაობის“ ნამდვილი სახე, სადაც არის „ნაცმოძრაობა“, იქ არის ძალადობა, იქნება ის ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში.

 

„კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ კანონპროექტმა უცხოელი აგენტების შესახებ ამოქმედების გარეშე მოიტანა იმაზე დიდი შედეგი, ვიდრე თუნდაც ამოქმედებით შეეძლო მოეტანა. გასული კვირის განმავლობაში განვითარებულმა პროცესებმა კიდევ ერთხელ აჩვენა კოლექტიური ნაცმოძრაობის - გლობალური ომის პარტიის აგენტების ნამდვილი სახე. ამ პროცესებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ნაცმოძრაობა უდრის ძალადობას. საზოგადოებას წინა ხელისუფლების პირობებშიც ახსოვს სპეცრაზმისა და მომიტინგეების ურთიერთდაპირისპირების მაგალითები.

 

იგივე ლოგიკით, 2012 წლამდე ნაცმოძრაობის მიერ მართული სპეცრაზმი ძალადობდა სახალხო დამცველზე, ახლა კი, სახალხო დამცველზე ნაცმოძრაობის მიერ მართულმა მომიტინგეებმა იძალადეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ომბუდსმენზე თავდასხმა დღემდე არცერთ დიპლომატს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ან უცხოური გავლენის აგენტს არ დაუგმია. ეს ყველაფერი შეგვახსენებს, რომ სადაც არის „ნაცმოძრაობა“, იქ არის ძალადობა, იქნება ის ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930