16-03-2023
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, საბურთალოზე ამავე პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და პოლიტსაბჭოს წევრი მარიამ გერსამია, მუშაობას ეკა გიგაურთან, "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოში" გააგრძელებს - ამის შესახებ გერსამია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, აღნიშნულ არასამთავრობო ორგანიზაციაში მედიაპროექტებს უხელმძღვანელებს. მარიამ გერსამია მადლობას უხდის ეკა გიგაურს ნდობისთვის და აცხადებს, რომ მთელი გულით ემსახურება საქართველოს.
“ამიერიდან, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" შესანიშნავ გუნდთან ერთად გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას და ვუხელმძღვანელებ მედიაპროექტებს. ძალიან დიდი მადლობა ეკა გიგაურს და გიორგი ონიანს ნდობისთვის და მათი იმ შემართებისთვის, რომელიც საქართველოს განვითარებას დღეს ასე სჭირდება. ამ სიახლესთან ერთად, ვტოვებ „მედიახმის“ თავმჯდომარის პოზიციას და როგორც ამ ორგანიზაციის დამფუძნებელს ძალიან მიხარია, რომ #მედიახმას ძალიან სანდო გუნდის და ახალი მენეჯმენტის ხელში ვტოვებ. წარმატებებს ვუსურვებ თეონა ცხომელიძეს (აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე), მაია ტორაძეს (გამგეობის თავმჯდომარის პოზიციაზე) და ახალგაზრდების ბრწყინვალე გუნდს. ვრჩები თქვენს დიდ გულშემატკივრად! ჩვენ, ყველა ერთად, ყოველდღე, მთელი გულით - ვემსახურებით საქართველოს!” – წერს მარიამ გერსამია Facebook-ზე.
16-11-2024
16-11-2024