16-03-2023
„ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი მსოფლიოს მოწინავე კვლევითი ორგანიზაციისა და ვაშინგტონის N1 ანალიტიკური ცენტრის - „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ კვლევის შედეგებს ეხმაურება.
„Heritage Foundation-ის 2023 ინდექსით, საქართველო 40 საუკეთესო ქვეყანათა შორის დასახელდა. ანუ საერთაშორისო, მათ შორის ამერიკელი, ექსპერტები, რომელთა პროფესიონალიზმსა და მიუკერძოებლობაში, ეჭვი არავის ეპარება, არც დასავლეთს, არც აღმოსავლეთს და იმედია, არც საქართველოს რადიკალ/ექსტრემალ ოპოზიციას/ექსპერტებს, ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით ადასტურებენ, რომ საქართველოში ვითარება უკეთესია ვიდრე ევროკავშირის და ნატოს 15 ქვეყანაში და რომ საქართველო ლიდერია რეგიონში, კავკასიასა და შავიზღვისპირეთში.
საერთაშორისო, მათ შორის ამერიკელმა ექსპერტებმა შემდეგი კრიტერიუმები:
აღსანიშნავია, რომ 21-ე საუკუნეში საქართველოს „მთავრობის კეთილსინდისიერების“ ინდექსით ყველაზე ცუდი შეფასება 2005-2007 წლებში ჰქონდა, ხოლო 2004-2012 წლებში საქართველოში ვითარება შეფასებული იყო, „ზერეპრესიული ზონა“ და 1-ჯერ „რეპრესულ ზონა“. 2023 წელს კი საქართველო „მთავრობის კეთილსინდისიერებით“ არიმიხედვით „საშუალოდ თავისუფალი ზონაა“ და ამ მაჩვენებლით მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს მკვეთრად აღემატება“, - აღნიშნავს ეკა სეფაშვილი.
16-11-2024
16-11-2024