გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო თანდილაშვილი კლიმატის მწვანე ფონდის აკრედიტაციის კომიტეტის თავმჯდომარედ და ეთიკის და აუდიტის კომიტეტის წევრად აირჩიეს

17-03-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი სამხრეთ კორეაში, ქალაქ სონგდოში, კლიმატის მწვანე ფონდის მმართველი საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობადა. შეხვედრის ფარგლებში, ნინო თანდილაშვილი ფონდის აკრედიტაციის კომიტეტის თავმჯდომარედ და ეთიკის და აუდიტის კომიტეტის წევრად აირჩიეს. აღსანიშნავია, რომ 2022 წლიდან, 2 წლის ვადით, კლიმატის მწვანე ფონდში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილენინო თანდილაშვილი  წარმოადგენს.


საბჭოს სხდომაზესიტყვით გამოსვლისას, ნინო თანდილაშვილმა ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნებისთვის კლიმატის მწვანე ფონდის ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობას, რაც ქვეყნებს კლიმატგონივრული ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობას მისცემს და შეამცირებს,ერთი მხრივ, მათ მოწყვლადობას კლიმატის ცვლილების მიმართ, ხოლო, მეორე მხრივ, ქვეყნების მიერ გაფრქვეულ ემისიებს.


ფონდის მმართველი საბჭოს შეხვედრაზე, მონაწილეებმა კლიმატის ცვლილების მიმართულების სხვადასხვა საკითხი განიხილეს. შეხვედრის ფარგლებში, საბჭომ განვითარებადი ქვეყნებისთვის ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტყის მდგრადი მართვის და სხვა მიმართულებებით 587 მლნ აშშ დოლარის ოდენობის პროექტების დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო.


კლიმატის მწვანე ფონდი გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მთავარი ფინანსური მექანიზმია, რომელიც განვითარებად ქვეყნებში კლიმატის ცვლილების შერბილების და მასთან ადაპტაციის პროექტებს აფინანსებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031