გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ბერაია სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა

18-03-2023

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია დელეგაციასთან ერთად, სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა.


ირაკლი ბერაიას განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებს, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობას და ქვეყნის ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს.


„ბრატისლავაში შევხვდით სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს. განვიხილეთ რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, ჩვენი ქვეყნის ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი, საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები, ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობა და მისი შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა“ - წერს ირაკლი ბერაია სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930