2-08-2018
მეუფე პეტრეს განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით წმინდა სინოდმა კომისია უნდა შექმნას.
მისივე თმით, პარლამენტში არსებულმა საგამოძიებო კომისიამ უნდა გამოითხოვოს ეს საქმე და პროცესში ჩაერთოს.
„მათ მოინდომეს პილატეს მსგავსად ხელები დაებანათ და თავი აარიდეს პასუხისმგებლობას. მაგრამ როგორც პილატეს არ მიეტევა ქრისტეს სასამართლოსაგან თავის არიდება და ის უმკაცრესად დაისაჯა, ასევე უმკაცრესად მოეთხოვებათ პასუხი ადამიანებს, რომლებმაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება და ამ შემთხვევაში ცხადად გამოჩნდა, რომ უზენაესი სასამართლო არის არსებული დამნაშავე სისტემის შემადგენელი ნაწილი და არა მსხვერპლი. წმ. სინოდმა უკვე დაუყოვნებლივ იმოქმედოს მიღებული გადაწყვეტილების და განჩინების შესაბამისად და შექმნას კომისია, რომელიც ქართველ ერს საბოლოოდ ეტყვის სიმართლეს. პარალელურად წმ. სინოდის კომისიისა პარლამენტში უკვე არსებული კომისია, რომელიც მოქმედებს და მუშაობს ეფექტურად გამოითხოვოს ე.წ. ციანიდის საქმე და ჩაერთოს დიდსულოვნად ამ პროცესში. იყოს პრეზიდენტის სინდისზე ციანიდის საქმე და მამაოს მდგომარეობა,“-განაცხადა მეუფე პეტრემ.
აღსანიშნავია, რომ უზენაესმა სასამართლომ ე.წ ციანიდის საქმე წარმოებაში არ მიიღო, რითაც სააპელაციოს მიერ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა.
19-12-2024
18-12-2024