გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გაუპატიურებასა და ძარცვაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

3-08-2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე პროკურატურის შუამდგომლობა ტაქსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

ამის შესახებ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ. 
„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და გაუპატიურებისა და ძარცვის ფაქტზე ბრალდებულ დ.ც.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 
გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 03:30 საათზე, გ.ლ. ქ.თბილისში, შეშელიძის ქუჩაზე მგზავრობდა დ.ც.-ის მართვის ქვეშ მყოფი ტაქსით. მგზავრობისას დ.ც-მ გზის სავალ ნაწილზე გააჩერა ავტომანქანა და ძალის გამოყენებით, ცემით და მუქარით დაამყარა სქესობრივი კავშირი გ.ლ.-სთან. ამის შემდეგ, დაზარალებული ეცადა ავტომანქანიდან თავისი კუთვნილი ხელჩანთის აღებას, რა დროსაც დ.ც.-მ ძლიერად ჩაარტყა ხელი სახის არეში. დარტყმის შედეგად გ.ლ. წაიქცა და თავი დაარტყა ბორდიურს, ხოლო დ.ც. ჩაჯდა ავტომანქანაში და დატოვა შემთხვევის ადგილი ისე, რომ თან წაიღო გ.ლ.-ს კუთვნილი ხელჩანთა, მასში მოთავსებული ნივთებით. აღნიშნულით, დ.ც. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა გ.ლ.-ს კუთვნილ ნივთებს.
2018 წლის 31 ივლისს, დ.ც. სამართალდამცველების მიერ დაკავებული იქნა მის საცხოვრებელ სახლში. პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გაუპატიურება) და 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ და მესამე ნაწილის “დ“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის) წარუდგინა. 
წარდგენილი ბრალდება 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო“- ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031