გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა ბექაურმა ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში ComCom-ის საქმიანობაზე ისაუბრა

22-03-2023

კახა ბექაურმა, პარლამენტისთვის ComCom-ის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას, სახელმწიფო ინტერნეტიზაციის მხარდამჭერ პროექტ „Log in Georgia"-ზე ისაუბრა, რომელსაც კომპანია „ოუფენ ნეტი" კომუნიკაციების კომისიასთან ერთად, მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი საქართველოს 1000 სოფლის 500 ათასი მაცხოვრებლისთვის ფართოზოლოვან და მაღალი ხარისხის ინტერნეტზე წვდომის შესაძლებლობის შექმნას ემსახურება.


ბექაურის განცხადებით, 2021 წელს, პროექტის მეორე კომპონენტის, „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, ComCom-მა ოზურგეთის რაიონში ციფრულ საჭიროებებზე კვლევა ჩაატარა და შედეგებზე დაყრდნობით შექმნილი სასწავლო პროგრამის მიხედვით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის გადამზადება დაიწყო. თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სასწავლო პროგრამის მეშვეობით, 500 ათასი ადამიანი ციფრული უნარ-ჩვევების განვითარებასა და სახელმწიფოს სხვადასხვა ელექტრონული სერვისით სარგებლობას შეძლებს.


კახა ბექაურმა აღნიშნა ისიც, რომ ინტერნეტიზაციის ფარგლებში, „ოუფენ ნეტმა" ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 140 კმ-იანი ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა ააშენა, რომელიც თითოეული ოჯახისთვის შექმნის შესაძლებლობას, წამში 100 მეგაბაიტით, ხოლო საჯარო და კერძო ორგანიზაციებმა წამში 1 გეგაბაიტი სიჩქარის ინტერნეტით ისარგებლონ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930