„ხორავას ქუჩის საქმის“ საგამოძიებო კომისიის წევრების მხრიდან ყოფილი მთავარი პროკურორის მიმართ დაისვა შეკითხვა, გასცა თუ არა მან განკარგულება, რომ დადგენილიყო სუბელიანის როლი მომხდარ ფაქტში.
ირაკლი შოთაძემ განმარტა, რომ რადგან ბავშის მამა იყო პროკურატურის თანამშრომელი, პირველ რიგში, მან გასცა განკარგულება, დადგენილიყო რა როლი ჰქონდა არასრულწლოვანს მკვლელობის ნაწილში.
„ვინაიდან ჩვენი თანამშრომლის შვილი ფიგურირებდა, გავეცი მე კონკრეტული მითითება, მაგრამ იმ მითითების გაცემა, რომ გამოიკვეთოს ბრალდებული მითუმეტეს მკვლელობის საქმეზე, იქ ჩემი ჩარევის საჭიროება არა არსებობს და არ არსებობს არც ერთ შემთხვევაში. მაგრამ ამ შემთხვევაში იყო კონკრეტული ფაქტი, სადაც საუბარი იყო მირზა სუბელიანის შვილის შესაძლო მონაწილეობაზე და ჩემთვის განსაკუთრებული ინტერესის ობიექტს წარმოადგენდა. ჩემი მოსაზრება დღევანდელი გადმოსახედიდან ის არის, რომ ჩატარდა ყველსა საგამოძიებო მოქმედება და დადგინდა, რომ მირხა სუბელიანის შვილს არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა ჩადენილ მკვლელობასთან. ეს არის ჩემი პასუხი“.