გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ხელისუფლებას, რომელიც ადამიანებს აწამებდა, ჩაგრავდა, კლავდა, აუპატიურებდა და ართმევდა ბიზნესებს, არ აქვს მორალური უფლება, ესაუბროს ხალხს ევროპულ ინტეგრაციაზე

24-03-2023

ხელისუფლება, რომელიც ადამიანებს აწამებდა, ჩაგრავდა, კლავდა, აუპატიურებდა და ართმევდა სახლებს, ბიზნესებს, ატერორებდა, არ იმსახურებს და არ აქვს მორალური უფლება, ესაუბროს ხალხს, ევროპულ ინტეგრაციაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.


მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ქართველი ხალხის დაცინვა და შეურაცხყოფა.


„რომ დავუბრუნდე ჩემს კითხვას, ყველას კარგად მოეხსენება, რომ ჩვენი ე.წ ოპონენტები ყველაზე ანტიევროპული და ანტიეროვნული ძალა არის დღეს ქვეყანაში თავისი შინაარსით, თავისი მოქმედებით, თავისი მმართველობის სტილით. თუ გადავხედავთ, თუ რა მოუტანეს ამ ადამიანებმა ჩვენს ქვეყანას, კითხვა არავის რჩება. ხელისუფლება, რომელიც ადამიანებს აწამებდა, ჩაგრავდა, კლავდა, აუპატიურებდა და ართმევდა სახლებს, ბიზნესებს, ატერორებდა, არ იმსახურებს და არ აქვს მორალური უფლება, ესაუბროს ხალხს, ევროპულ ინტეგრაციაზე. ეს არის ძალიან დიდი დაცინვა და შეურაცხყოფა ჩვენი ხალხის. ჩვენს ხალხს ეუბნებიან, რომ ჩვენ სრულიად არადემოკრატიული მეთოდებით გმართავდით, გაწამებდით, გჩაგრავდით, მაგრამ დღეს ისევ უნდა გესაუბროთ ევროპულ ინტეგრაციაზე", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728