გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი შოთაძე: ჩანაწერშიც კი ამბობს გ.ბ., რომ ჰქონდა დანა, ხოლო მის სხეულზე არსებული სისხლი იყო სარალიძის სისხლი

3-08-2018


„ხორავას ქუჩის საქმის“ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ყოფილმა მთავარმა პორკურორმა, ირაკლი შოთაძე, კომისიის წევრებს სარალიძის მკვლელობის საქმეში ბარბაქაძის როლზე და მის მონაწილეობაზე დეტალური განმარტება მისცა.

 „ის შედის ამ ფარდულში ეგრევე, როგორც კი ჩხუბი იწყება, ასევე დგინდება, რომ ის ამ ფარდულიდან გამოდის დასისხლიანებული, ასევე მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ ეს სისხლი არის სარალიძის, მერე მიდის და დანას ურტყამს დადუნაშვილს, ორმელსაც კლავს ადგილზე. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. აქ გვაქვს ორი ეპიცენტრი - ერთი ფარდიული და მეორე დადუნაშვილის მკვლელობის ადგილი. სარალიძის შემთხვევაში, მისი მეგობარი იყო მძიმე სიტუაციაში და ის აუცილებლად გამოიყენებდა დანას, შემდეგ კი მიდის მეორე მეგობრის დასახმარებლად და კლავს დადუნაშვილს. პირადად ჩემი შინაგანი რწენა არის ის, რომ ბარბაქაძემ ჩაიდინა  სარალიძის მკვლელობა, ისევე როგორც დადასტურდა, რომ მან ჩაიდინა დადუნაშვილის მკვლელობა. ფარულ ჩანაწერში, რომელიც განხორციელდა ბარბაქაძესთან ის ამბობს, რომ დანა ჰქონდა მას და ჯანაშიას. შემდგომ გრძელდება პროცესი, 6 თვე ისინი ელოდებიან იმას, რომ მისი მეგობრები მისცემენ თუ არა ჩვენებას, ამ ხალხმა ამხილა მკვლელობაში ბარბაქაძე და ჯანაშია, ხოლო შემდეგ მსჯავრდებულები იძლევიან ჩვენებას, სადაც კი, ვერ ამხილეს ვერაფერში მათი მამხილებელი მ.კ. შესაბამისად აქედან  თვალნათელია, რომ ორ პირს ჰქონდა დანა, ესენი არიან ბარბაქაძე და ჯანაშია და სოწრედ მათ გამოიყენეს დანა“- განაცხადა შოთაძემ.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031