გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავრობა დგას ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესების სადარაჯოზე და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანა გადარჩეს

24-03-2023

ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი ექსტრემისტული, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები აღარ ესწრებიან მაშინ, როცა მათი მოწვევით მოვედი დღეს პარლამენტში. აქაც გამოჩნდა მათი ევროპულობა. აქაც გამოჩნდა, როგორი ხელწერა აქვთ ჩვენს დესტრუქციულ ოპოზიციას და მადლობა ოპოზიციის წევრებს, რომლებიც ახლა დარბაზში იმყოფებიან. მე მინდა კიდევ ერთხელ შევაჯამო დღევანდელი დღე. ვფიქრობ, სასარგებლო იყო და ჩვენმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაინახა, თუ სად დგას ჩვენი მთავრობა- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ქვეყნის და ხალხის ინტერესების სადარაჯოზე დგას და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანა გადარჩეს.


ირაკლი ღარიბაშვილმა დასკვნით სიტყვაში მთავრობის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობის სწორ, გონივრულ პოლიტიკას კეთილდღეობა მოაქვს.


„ჩვენი მთავრობა დგას ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესების სადარაჯოზე და ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყანა გადარჩეს. აი, ეს არის ჩვენი ხელისუფლების მთავარი ამოცანა. მეორე, მე მინდა ძალიან მოკლედ შეგახსენოთ, რომ ჩვენ ბოლო ორი წელია გვაქვს უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა 2 წლის წინ, შარშანაც. ბიუჯეტის დეფიციტი 9,3% იყო, რომელიც დღეს არის 2,8%. შედარებისთვის მინდა შეგახსენოთ ყველას, რომ 2020 წელს მთელი ქვეყნის ეკონომიკა იყო 50 მილიარდი ლარი, წელს იქნება 80 მილიარდი ლარი. ეს არის 30 მილიარდიანი ზრდა სულ რაღაც 2-3 წელიწადში. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით პერ კაპიტა გამოდის 8 000 დოლარამდე, რაც რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ნახტომია და ძალიან დიდი პროგრესია. სიღარიბე და უმუშევრობა არის ისტორიულ მინიმუმზე. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ლარი არის გამყარებული და სტაბილური. ზოგადად, ამ ორ წელში 220 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. რა თქმა უნდა, ამით ყველაფერია ნათქვამი. ნათქვამია, რომ სტაბილურობას მოაქვს კეთილდღეობა ჩვენი ხალხისთვის. ჩვენს სწორ, გონივრულ პოლიტიკას მოაქვს აი ეს შედეგები, რომელზეც ახლა ვსაუბრობ, კეთილდღეობა მოაქვს. მოაქვს ის, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტი საშუალება გვაქვს დავაფინანსოთ ინფრასტრუქტურა, სკოლების მშენებლობა, როგორიც არის 800 სკოლის რეაბილიტაციის პროგრამა, 1 000 ბაღის მშენებლობის და რეაბილიტაციის პროგრამა დავიწყეთ ახლა. ჯარის ქალაქი, პოლიციის ქალაქი, გადაიარაღება ბაზების, პოლიციის შენობების. ასევე, ჩვენ ახლა ვიწყებთ 12 ქალაქის და კურორტის სრულ რეაბილიტაციას. 63 მუნიციპალიტეტში დავასრულეთ სრული ურბანული განახლების პროექტები, ყველა ქალაქში მიმდინარეობს წყალგაყვანილობის პროექტები, 2025 წელს ყველა ქალაქს და მუნიციპალიტეტს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება. პროგრესი გვაქვს ყველა მიმართულებით. წელს ვიწყებთ მასშტაბური პროექტის მშენებლობას, რომელსაც ჰქვია ანაკლიის პორტის მშენებლობა, ჩვენი გათვლებით, ოქტომბერში გვინდა რომ დავიწყოთ ამის მშენებლობა, მთავრობა დაიწყებს ამას. ასევე, გვაქვს ამბიცია, რომ დავიწყოთ რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო, ახალი აეროპორტის მშენებლობა, რომელშიც ჩვენი გათვლებით 400 დან 500 მილიონ დოლარამდე ჩაიდება. გვაქვს ამბიცია და სურვილი, რომ ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში შევქმნათ თანამედროვე IT ქალაქი, ტექნოლოგიური პარკი და სხვა მიმართულებით, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, წარმოების წახალისება, ზოგადად სამაცივრე მეურნეობების განვითარება, ბაღების გაშენება თუ სხვა. ყველაფერთან მიმართებაში გვაქვს კონკრეტული ხედვები და ამოცანები. ასევე, შეგახსენებთ, რომ ჩვენ შარშან დავამტკიცეთ მთავრობის მიერ შემუშავებული გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია და კონკრეტული თანმდევი სამოქმედო გეგმები. ეს არის ჩვენი ხედვა, თუ როგორ უნდა მივიდეს ჩვენი ქვეყანა 2030-მდე",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930