გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აჭარის საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალს Khaleej Times-ი და Kaori Media ვრცელ სტატიას მიუძღვნის

25-03-2023

საერთაშორისო მედია ჯგუფი - Kaori Media ტურიზმის, ეკონომიკის, ლოჯისტიკის, ტექნოლოგიებისა და მშენებლობის თემებით დაინტერესდა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო აჭარაში მიმდინარე მსხვილ საინვესტიციო-ტურისტულ პროექტებზე, ეკონომიკური ზრდის ტენდენციებსა და აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ გარემოზე.


თორნიკე რიჟვაძე საერთაშორისო მედია ჯგუფთან შეხვედრას სოციალურ გვერდზე აჯამებს და შემდეგ თემებზე ამახვილებს ყურადღებას:


▪️ აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 37%-ით გაიზარდა და 2022 წელს 116,5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა


▪️ ბიზნესბრუნვა გაიზარდა 20%-ით, გამოშვება 16%-ით, ხოლო დასაქმება 8%-ით


▪️ აჭარის ბიუჯეტი ბოლო 4 წლის განმავლობაში გაორმაგდა


▪️ 2022 წელს აჭარას 3.5 მილიონი ვიზიტორი სტუმრობდა, ჩვენი მიზანია ვიზიტორთა რაოდენობის 6 მილიონამდე 2025 წლისთვის


▪️ საინვესტიციო პორტფელმა 4 მილიარდი დოლარი შეადგინა


▪️ ბათუმი აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო დერეფანია. ჩვენი გუნდი მუშაობს, რათა ბათუმი გახდეს ტექნოლოგიური ჰაბი, ლოჯისტიკისა და ვაჭრობის გლობალური ცენტრი


▪️ მიმდინარეობს მუშაობა აეროპორტის გამტარუნარიანობის ზრდისა და განვითარების ახალ გეგმაზე


ვრცელი ინტერვიუ თორნიკე რიჟვაძესთან და ინფორმაცია აჭარაში მიმდინარე საინვესტიციო-ტურისტული პროექტებისა და გეგმების შესახებ, არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთ ყველაზე მაღალტირაჟიან ინგლისურენოვან გამოცემა - Khaleej Times-ში გამოქვეყნდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930