28-03-2023
ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საძოვრების მდგრადი მართვის კონცეფციის დოკუმენტი შემუშავდა.
დოკუმენტი ეფუძნება კომპლექსურ მიდგომას და საძოვრების მდგრად სარგებლობას განიხილავს მეცხოველეობის დარგის განვითარების საკითხებთან ერთად. კონცეფციის თანხმად, შეიქმნება საძოვრების მართვის მუნიციპალური გეგმები, რომლის მიხედვითაც მოხდება საძოვრების იდენტიფიცირება, კლასიფიკაცია, ზონირება და სარგებლობის რეჟიმების დადგენა.
და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) წარმომადგენლებმა ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულებთან და ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელებთან ერთად განიხილეს. შეხვედრის მონაწილეებმა დოკუმენტის ძირითადი პრინციპები, მათი მნიშვნელობა და საძოვრების მდგრადი მართვის შესახებ სახელმწიფო პოლიტიკის საკითხები განიხილეს.
„სახელმწიფოსა და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული საძოვრები, დაცული ტერიტორიებისა და ტყის მიწების ჩათვლით, სარგებლობისთვის ხელმისაწვდომი გახდება როგორც საერთო სარგებლობის რეჟიმით, ასევე იჯარით. საერთო სარგებლობის სისტემა დაინერგება სასოფლო დასახლებების ახლომდებარე საძოვრებზე. კანონმდებლობით განისაზღვრება „სოფლის საძოვრის“ სტატუსი, ასევე ზამთრისა და ზაფხულის საძოვრის ცნება. იგეგმება საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანებების შექმნა, რომლებთაც სარგებლობაში გადაეცემათ „სოფლის საძოვრები“. კონცეფციის თანახმად, იჯარის გამოყენება გათვალისწინებულია ისეთ საძოვრებზე, რომლებიც საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანებების სარგებლობაში არ იქნება,“ - განაცხადა მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშალაძემ.
ქ. რუსთავში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი და რეგიონის მუნიციპალიტეტის მერები; ქ. მცხეთაში შეხვედრას ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძედა რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები. შეხვედრებზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია მსგავსი განხილვების მოწყობა მოსაზრებების შესაჯერებლად დაკონცეფციის საბოლოო სახის შესამუშავებლად, ვინაიდან დოკუმენტის ძირითად პრინციპებს სამომავლოდ დაეყრდნობა საქართველოს კანონი საძოვრების შესახებ.
„საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის“ დოკუმენტი შემუშავდა პროექტის „მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ ფარგლებში ჩამოყალიბებულ უწყებათშორის სამუშაო ჯგუფთან კოორდინაციით, ეროვნული და საერთაშორისო ექსპერტების მიერ. პროექტი მხარდაჭერილია გლობალური გარემოს დაცვის ფონდის (GEF) მიერ.
16-11-2024
16-11-2024