გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივნისი 02, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ შუახევის რაიონულ ორგანიზაციას შუახევის მერი, ომარ ტაკიძე უხელმძღვანელებს

29-03-2023

„ქართული ოცნების“ შუახევის რაიონულ ორგანიზაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერი, ომარ ტაკიძე უხელმძღვანელებს.

პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე და ბიუროს წევრები დღეს გამართულ კონფერენციაზე აირჩიეს.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, გენერალური მდივანი, კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის უმაღლეს საბჭოში ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი, ფრიდონ ფუტკარაძე, პარლამენტის ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი, ანზორ ბოლქვაძე, უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ტაბატაძე, შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30