გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: მაგარია, თუ კი „იუვენტუსი“ საქართველოში აკადემიას გახსნის, მაგრამ წალენჯიხაში? ნეაპოლელების კერპის, კვარას მამულში? - ეს კაცი ყველაფერში უკუღმა როგორაა

30-03-2023

„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინიციატივას აფასებს, რომლის თანახმად, წალენჯიხაში საფეხბურთო კლუბი „იუვენტუსი“ აკადემიას გახსნის.

 

როგორც ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს, აღსანიშნავია, რომ ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას კლუბის, „ნაპოლის“ ყველაზე დიდი მეტოქე სწორედ „იუვენტუსია“.

 

„ეს კაცი, ყველაფერში უკუღმა როგორაა? ცალსახად ძალიან მაგარია, თუ კი „იუვენტუსი“ საქართველოში აკადემიას გახსნის, მაგრამ წალენჯიხაში? ნეაპოლელების კერპის, კვარას მამულში? ცნობისთვის, მამუკ, „ნაპოლი“ და „იუვენტუსი“ ორი ისეთი დაპირისპირებული სამყაროა, რომ შენ ვერც კი წარმოიდგენ. ტიფოზების დაპირისპირება, განსაკუთრებით იტალიაში, რა მასშტაბებს აღწევს ხოლმე, ყველამ იცის და ამ „კეთილ სამარიტელს“ რატომ არავინ უხსნის? რაიმე საფეხბურთო სკანდალში არ გაეხვა, მამუ, ფრთხილად, ჯიგარო… ისე, სულ მაინტერესებს და ვერ ამოვხსენი: ეს ყოფილი ბანკირები, მონოპოლისტები და ბიზნესმენები, პოლიტიკაში შესვლის მერე ქველმოქმედები რომ ხდებიან და თან ვერც ამართლებენ ამ „ხელოვნურ კეთილშობილებას“, მაზოხისტები ხომ არ არიან? ჰო კიდევ, „იუვენტუსის“ აკადემიას რომ ინფრასტრუქტურა და ბაზა ესაჭიროება, ეგ თუ უთხარით ვინმემ? ლოთი გია ხარჩილავას მერიის იმედად ნუ იქნება მაინც, სირცხვილია... ევროპაში არ მოგვეჭრას თავი“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930