31-03-2023
“მწამებელს ათეულობით ექიმი თავს ევლება, მის ჯანმრთელობაზე კეთილსინდისიერად ზრუნავენ მაშინ, როცა სრულებით შესაძლებელია პირადად ამ ექიმების ოჯახის წევრი ან ახლობელი ნაწამები და განადგურებული ყავდეს… ეს მანიაკი კიდე აფურთხებს, აგინებს, ურტყამს, დახვრეტით ემუქრება”- ამის შესახებ მოძრაობა “აი იას” თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ამ პირსისხლიან მწამებელს ათეულობით ექიმი თავს ევლება, მის ჯანმრთელობაზე კეთილსინდისიერად ზრუნავენ მაშინ, როცა სრულებით შესაძლებელია პირადად ამ ექიმების ოჯახის წევრი ან ახლობელი ნაწამები და განადგურებული ყავდეს…
ეს მანიაკი კიდე აფურთხებს, აგინებს, ურტყამს, დახვრეტით ემუქრება… მისი ასევე მანიაკი გარემოცვა დედიან-მამინაცვლიან-ადვოკატიანად ტელევიზიიდან ცილსწამებენ მედიკოსებს, ფსიქოლოგიურად ძალადობენ პერმანენტულად… ჯოჯოხეთს გადიან საკუთარი პროფესიის ერთგული ადამიანები…
გადაიყვანეთ ციხეში და მიეცით იგივე პირობები, რაც აქვთ სხვა პატიმრებს!!! ასმაგად უსამართლოა სააკშვილის ეს ექსკლუზიურად სასათბურე ყოფა, რადგან რთულად მოიძებნება პენიტენციურ დაწესებულებაში უფრო დიდი დამნაშავე ვიდრე სააკაშვილია!!!”- წერს ვატო შაქარიშვილი.
16-11-2024
16-11-2024