1-04-2023
სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგად, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში მოქმედი ბეტონის დამამზადებელი საწარმოში გამოიკვეთა რიგი სამართალდარღვევები.
"საწარმოში დამონტაჟებული აირმტვერდამჭერი მოწყობილობა არის გაუმართავი, საიდანაც ხდება მტვრის ნაწილაკების გაფრქვევა, რაც ვიზუალური დაკვირვებითაც ფიქსირდება. ატოსფერულ ჰაერში მტვრის ნაწილაკების კონცენტრაციის გადაჭარბება შესაბამისი ექსპრეს გაზომვებით დადასტურდა. ასევე დადგინდა, რომ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში ფაქტობრივ მდგომარეობასთან შეუსაბამოა.
სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77-ე მუხლის 1 და მე-5 ნაწილით და 78-ე მუხლის 1 ნაწილით.
აღსანიშნავია, რომ საკითხთან დაკავშირებით მოკვლევა დასრულებული ჯერ არ არის და სხვა სავარაუდო დარღვევების დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირება დამატებით მოხდება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნული საწარმო 2022 წელსაც შეამოწმეს. გასულ წელს სამართალდარღვევები არ დაფიქსირებულა" - აცხადებენ უწყებაში.
16-11-2024
16-11-2024