6-08-2018
პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საკუთარი კანდიდატურის წამოყენების თაობაზე ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციები არ ქონია.
მისივე თქმით, მომავალში ყველა საჭირო პირთან გაივლის კოსულტაციას.
„ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციები არ მქონია. კონსულტაციები მე მქონდა ძირითადად ჩემ თავთან და არა მარტივი, მაგრამ დღევანდელი დღიდან, რაც საჭირო იქნება გავაკეთებ და ვისთანაც საჭირო იქნება, ყველასთან მექნება კოსულტაციები.
დამოუკიდებელი კანდიდატი არ ნიშნავს ეულ კანდიდატს, რომელიც მარტოა ჩაკეტილი, თავის სახლში“- განაცხადა ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებზე დღეს საკუთარი კანდიდატურა წარადგინა.
19-12-2024
18-12-2024