გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების ინტეგრირების ხელშეწყობის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

6-04-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა,  გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ ღასანხალილთან და კომუნიკაციების კომისიის წევრ ნათია კუკულაძესთან ერთად, ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების ინტეგრირების ხელშეწყობის პროექტის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში პროექტში ჩართულ მასწავლებლებს, რომლებმაც სპეციალური ტრენინგები გაიარეს, შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

 

გიორგი ამილახვარმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, სკოლებში მედიაწიგნიერების სწავლების გაძლიერების კუთხით პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და კომუნიკაციების კომისიასა და გაეროს ბავშვთა ფონდს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

გიორგი ამილახვარი:„თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში მაშინ, როდესაც ახალგაზრდებს დიდი რაოდენობით ინფორმაციაზე მიუწვდებათ ხელი, აუცილებელია, მოზარდებს ჰქონდეთ ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: დეზინფორმაცია, ინტერნეტისუსაფრთხოება, სიტყვისთავისუფლება, მედიისმიუკერძოებლობისსტანდარტები და სხვა. ამ მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, 2023-2024 სასწავლო წლიდან სკოლებში საშუალო საფეხურზე არჩევითი საგნების ჩამონათვალს  მედიაწიგნიერება დაემატება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს მოსწავლეებში ლოგიკურიდაკრიტიკულიაზროვნების, ანალიზის, ფაქტებისგადამოწმების და სხვა საჭირო უნარებისგანვითარებას.

 

განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენს ძვირფას პედაგოგებს, რომლებმაც პროექტის ფარგლებში შესაბამისი ტრენინგები გაიარეს, გადავცემთ სერტიფიკატებს. სწორედ მასწავლებლები ასრულებენ უმნიშვნელოვანეს როლს მოსწავლეებში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობადობის ამაღლების საქმეში."

 

პროექტი, რომელიც კომუნიკაციების კომისიამ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და გაეროს ბავშვთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, განახორციელა მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

 

პროექტის პირველ ეტაპზე სკოლებში მედიაწიგნიერების საჭიროებების კვლევა და შეფასება მოხდა. კვლევის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 1500 მოსწავლე და 500 მასწავლებლის გამოიკითხა, რათა შეფასებულიყო მათი საჭიროებები, კომპეტენციები და მზაობა მედიაწიგნიერების მიმართულებით. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, მე-10 კლასის საფეხურისთვის შემუშავდა მედიაწიგნიერების საგანმანათლებლო სტანდარტი, თემატური მატრიცები, სახელმძღვანელო და შესაბამისი ტრენინგ-მოდული მასწავლებლებისთვის. პროექტის ბოლო ეტაპზე, შემუშავებული ტრენინგ მოდულის მეშვეობით,მედიაწიგნიერების ტრენერებმა საქართველოს მასშტაბით 570 მასწავლებელი გადაამზადეს, რაც პედაგოგებს სწავლა-სწავლების პროცესის უკეთ დაგეგმვაში დაეხმარება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930