გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე აშშ-ის მოქალაქისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმაზე: საქართველოში ანარქისტების ტრენერ-ინსტრუქტორები არ უნდა ჭაჭანებდნენ - ეს ანტიკონსტიტუციური ელემენტების ალაგმვაა, როგორც სხვა დემოკრატიულ ქვეყანებში

6-04-2023

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ეხმაურება ინფორმაცია, რომლის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის მოქალაქეს, ჯეიმსონ მარშალ ქომინსს ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრა.

 

აბაშიძის თქმით, სუს-ის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა დაადასტურა, რომ საქართველოში შემოშვებაზე უარის თქმის მიზეზი, ქომინსის მიერ 7-8 მარტის აქციების დროს დესტრუქციული ჯგუფების დატრენინგება და მათთვის მითითებების მიცემაა.

 

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მიერ ანტიკონსტიტუციური ელემენტების ალაგმვაა.

 

„რის დამტკიცებასაც ველოდით. საქართველოში ანარქისტების ტრენერ-ინსტრუქტორები არ უნდა ჭაჭანებდნენ. თუ სხვა მორიგი ქომინსი მოევლინება რადიკალ ნაცსექტას, მისი შემოსვლაც აღკვეთილი უნდა იყოს. ეს ანტიკონსტიტუციური ელემენტების ალაგმვაა, როგორც სხვა დემოკრატიულ ქვეყანებში.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ადასტურებს, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა ამერიკის მოქალაქეს ჯეიმსონ მარშალ ქომინსს. „ვადასტურებ, რომ ამერიკის მოქალაქე მარშალ ქომინსი არ შემოვიდა საქართველოში ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველზე. ამერიკის საელჩო არ დაგვკავშირებია იმასთან დაკავშირებით, რატომ არ შემოვიდა ეს კონკრეტული პიროვნება. მე მიზეზი არ ვიცი. ალბათ თვითონაც კარგად იციან რატომ არ შემოვუშვით.

 

საქმიანობა დაკავშირებული იყო 7-8 მარტის აქციებზე დესტრუქციული ჯგუფების ასე ვთქვათ დატრენინგებაში, მითითებების მიცემაში და ა.შ. ვერ გეტყვით, სანქციები პირდაპირ კავშირშია არ შემოშვებასთან, თუ არა. ეს უნდა ჰკითხოთ ამერიკულ მხარეს“, - განაცხადა ლილუაშვილმა“- წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930