გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ამილახვარმა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელთან განათლების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა

7-04-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელთან,  კამელ ბოუჰმადთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მასთან განათლების სფეროში მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტები განიხილა.

 

გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა კამელ ბოუჰმადს განათლების სისტემის განვითარების მხარდაჭერისთვის და საუბრისას ხაზი გაუსვა სამინისტროსა და აზიის განვითარების ბანკის თანამშრომლობის მნიშვნელობას.

 

მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე 70 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი, რომელიც რეგიონებში პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.


მხარეებმა საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და ახალგაზრდებში შრომითი უნარების გაუმჯობესების მიმართულებით სამომავლო გეგმებიც განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილ ერთობლივ პროექტს.

 

შეხვედრის დასასრულს მინისტრმა აზიის განვითარების ბანკთან  თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930