12-04-2023
ბატონო პრემიერ-მინისტრო! ბერლინისთვის საამაყო ღონისძიების - ტურიზმის საერთაშორისო გამოფენის მთელი საორგანიზაციო გუნდის სახელით, მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ გამორჩეული ძალისხმევისთვის, რომლითაც 2023 წლის ოფიციალური მასპინძელი ქვეყანა წარმოჩინდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საორგანიზაციო საკითხების მონაწილე ყველა პირი არსებით როლს ასრულებდნენ ჩვენი ღონისძიების უსაზღვრო წარმატების მიღწევაში, - ამის შესახებ აღნიშნულია ბერლინის საგამოფენო ცენტრის გენერალური დირექტორის დირკ ჰოფმანისა და უფროსი ვიცე-პრეზიდენტის დევიდ რუცის ერთობლივ წერილში, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს წერენ.
წერილში ნათქვამია, რომ ბერლინისთვის საამაყო ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა 2023 წელს პირველად გაიმართა პანდემიის ოთხწლიანი პაუზის შემდეგ და კვლავ იქცა დარგის მოთამაშეებისა და ენთუზიასტების თავშეყრის უმსხვილეს საერთაშორისო პლატფორმად, ხოლო საქართველომ განუყოფელი როლი ითამაშა ამ ღონისძიების მოწყობის საქმეში.
„ბერლინისთვის საამაყო ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა 2023 წელს პირველად გაიმართა პანდემიის ოთხწლიანი პაუზის შემდეგ და კვლავ იქცა დარგის მოთამაშეებისა და ენთუზიასტების თავშეყრის უმსხვილეს საერთაშორისო პლატფორმად, ხოლო საქართველომ განუყოფელი როლი ითამაშა ამ ღონისძიების მოწყობის საქმეში. თქვენი ქვეყნის თვალწარმტაცი კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა მთელი თავისი მშვენიერებით იყო წარმოდგენილი. ეს სანახაობა წარუშლელ შთაბეჭდილებად ექცა უკლებლივ ყველა მნახველს და ბევრს გაუჩინა საქართველოში ჩამოსვლის სურვილი. უნიკალური და საოცარი ტურისტული მიზიდულობის ცენტრად ქვეყნის წარმოჩინებაში თქვენი წვლილი ნამდვილად იმსახურებს საქვეყნო ქებას.
დიდად ვაფასებთ თანამშრომლობას ჩვენს გუნდსა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის, რომლებმაც სახელმწიფო უწყებებსა და კერძო სექტორში ტურიზმის დარგის მოთამაშეთა ძალისხმევა გააერთიანეს მასპინძელი ქვეყნის პროექტის განსახორციელებლად. ეს ფაქტორი გადამწყვეტი იყო ღონისძიების უხარვეზოდ და გამართულად ორგანიზების საქმეში.
ვამაყობთ პარტნიორობით, რომელიც საქართველოსთან და მისი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან დავამყარეთ. იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება ხანგრძლივი ურთიერთობის საფუძველი. მოუთმენლად ველით თქვენთან თანამშრომლობის გაგრძელებას მომავალში და დარწმუნებული ვართ, რომ ერთად დიდებული საქმეების კეთებას შევძლებთ.
კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ურყევი მხარდაჭერისა და თავდადებისთვის, რითაც ბერლინისთვის საამაყო ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა 2023 წელს წარმატებად აქციეთ. თქვენი საშუალებით გულწრფელ მადლობას ვუთვლით საქართველოდან ამ გლობალური ღონისძიების ორგანიზების მონაწილე ყველა პირს,“- აღნიშნულია წერილში.
16-11-2024
16-11-2024