გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახეთში მამაკაცს შუქნიშნის ბოძი დაეცა და გარდაიცვალა

8-08-2018

კახეთში უბედური შემთხვევის შედეგად 55 წლის მამაკაცი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შემთხვევა  თელავში დღეს დილით მოხდა. ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცს ბოძი დაეცა და ადგილზე დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბაზრის მახლობლად ფიცრებით დატვირთული სატვირთო ავტომობილი შუქნიშნისა და ტელეფონის სადენებს გამოედო და მათი საყრდენი ბოძები წააქცია, რის შედეგადაც ერთ-ერთი ბოძი იქვე მდგომ მამაკაცს დაეცა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია"), რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



sputnikgeorgia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31