გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ მეგრელიშვილი: ჟიჟილაშვილი, სანაია, თარგამაძე, მშვილდაძე და და-ძმანი მათნი, ევროპელი პენსიონერების მძარცველების სახელით რომ არ შემორჩნენ ისტორიას, განცხადებების ფრიალით არ უნდა გარბოდნენ „ფორმულადან“?!

13-04-2023

პარტია „გირჩის“ წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი, „ბიბისის“ საგამოძიებო რეპორტაჟს, რომელშიც დავით კეზერაშვილი ევროპელი პენსიონერების ძარცვის თაღლითური სქემის ორგანიზატორად არის მოხსენიებული, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

მეგრელიშვილის განცხადებით, “ბიბისის“ ჟურნალისტური გამოძიების მასალების გასაჯაროების შემდეგ, თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიერ დაფუძნებულ ტელეკომპანია „ფორმულას“, წესით, ჟურნალისტები უნდა ტოვებდნენ.

 

„რა მაინტერესებს, ჟიჟილაშვილი, სანაია, თარგამაძე, მშვილდაძე და და-ძმანი მათნი, ევროპელი პენსიონერების მძარცველი ჟურნალისტების სახელით რომ არ შემორჩნენ პროფესიას და ისტორიას წესით საჯარო განცხადებების ფრიალით არ უნდა გარბოდნენ ფორმულადან?! თუ მეშლება და არასწორად ვფიქრობ?“ - წერს ვახტანგ მეგრელიშვილი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31