გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაია ომიაძე: დაგეგმილი სწორი მარკეტინგული კამპანიების შედეგადტურისტების რაოდენობა გაიზარდა

13-04-2023

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე 2023 წლის პირველი კვარტლის სტატისტიკურ მონაცემებს აჯამებს. მაია ომიაძის განცხადებით იანვარი-მარტის პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურისტული ვიზიტების რაოდენობა.


“პირველ კვარტალში ტურიზმის აღდგენის დინამიკა საკმაოდ შთამბეჭდავია.   უნდა აღინიშნოს, რომ დაგეგმილი სწორი სტრატეგიისა და იმ მარკეტინგული კამპანიების შედეგად, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად ახორციელებს საქართველოსთვის მიზნობრივ ბაზრებზე შედეგი სახეზეა, ტურისტების რაოდენობა მუდმივად იზრდება.“,-განაცხადა მაია ომიაძემ.

 

2023 წლის პირველ კვარტალში  საქართველოში   1,208,462  საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 74.7%-ით აღდგენაა, ხოლო 2022 წლის იანვარი-მარტის პერიოდთან შედარებით ზრდა +109.6%-ს შეადგენს.


განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების ნაწილში. 


2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში  845,332 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც  2019 წლის მონაცემის 95.8%-ით აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +83.8%-ს შეადგენს. 


საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930